|
2015-07-15 15:30:04, 1344 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შსს–დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შსს–ს რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტით საწყისი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია გადადგმული და რეფორმები მომავალში, უფრო სწრაფად, კარგად და გააზრებულად უნდა გაგრძელდეს. „პრეზიდენტი, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისა და ასევე სპეციალური მიმართვის დროს ხაზს უსვამდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის შსს–ს რეფორმირების საკითხს. პრეზიდენტი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ რეფორმირება არის ქვეყნისთვის გადაუდებელი ინტერესის მქონე, რაც დროულად და კარგად უნდა განხორციელდეს, სწორედ ამ მიზანს და ამ სფეროს ემსახურებოდა პრეზიდენტის მიერ ვეტო–ს ორჯერ გამოყენება ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დკავშირებით“, – აღნიშნა კოჟორიძემ. ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)