|
2015-07-15 15:09:08, 340 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
ქართული მხარის ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელი წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. სამინისტროს ცნობით, შვეიცარიის მხარეს ასევე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და ეთხოვა მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა. საუბრისას გიუნტერ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)