|
2019-09-27 19:02:28, 3302 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 18.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 18.2 მილიარდი აშშ დოლარი (52.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 24.3 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (15.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 415.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 894.1 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (30.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.4 პროცენტია. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 39.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 38.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 415.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)