19:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 16:57:49, 2062 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და გამარტივებული ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრის მონაწილეებს  ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი.

განცხადების წარდგენა ახალი სუბიექტის რეგისტრაციასთან, ცვლილებების რეგისტრაციასთან, რეორგანიზციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულადაა შესაძლებელი.

ინოვაციური სერვისია დანერგილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვისაც. ამ ფორმით რეგისტრირებული კომპანიების პარტნიორებს ასევე ელექტრონულად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება.

ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი.  სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.  სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრი გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics