|
2015-07-14 14:55:28, 448 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევას. თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის არდაშვების მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისიის მნიშვნელობას და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)