|
2015-07-14 13:40:32, 468 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას და კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება. "ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობები არსებობს. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შესაძლოა არ გამოდგეს და საჭიროა რაიმე სხვა ფორმატის მოფიქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)