|
2019-09-25 12:01:52, 1952 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესწავლა. ივანე მაჭავარიანმა სტუმრებს გააცნო მაკროეკონომიკური პარამეტრები, საქართველოს წამყვანი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში, ქვეყნის პოტენციალი სატრანზიტო და ლოგისტიკური მიმართულებით. საუბარი, ასევე, შეეხო ბოლო წლებში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინიციატივებს. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, ვიზიტის ფარგლებში, შედგა საინტერესო შეხვედრები როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სტარტაპებთან, რომლებთაც საკმაოდ კარგი შესაძლებლობები აქვთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ვიზიტი ქვეყანაში იქნება შედეგიანი და ორმხრივად სასარგებლო როგორც ინვესტიციების, ისე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და ნიკოლოზ გაგუა, ასევე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე. აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ვენჩერული და საინვესტიციო ფონდების დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)