|
2019-09-24 17:50:24, 6081 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება არალეგიტიმურად ცნო
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ არალეგიტიმურად ცნო, - ამის შესახებ BBC იუწყება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრენდა ჰეილის განცხადებით, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს. მისივე მტკიცებით, გადაწყვეტილების არაკანონიერად ცნობაზე სასამართლოს 11-ვე მოსამართლე შეთანხმდა.. ცნობისთვის, ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა 10 სექტემბერს, ბორის ჯონსონის თხოვნის საფუძველზე შეაჩერა. აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ამის გამო, ისინი Brexit-ის პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა, პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)