|
2019-09-24 14:18:34, 2991 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ რუს პარლამენტარებს ვიზა არ მისცა
რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს, რომლებიც ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა, - ამის შესახებ რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც კოსაჩოვმა აღნიშნა, მასთან ერთად ასამბლეის 74-ე სესიაზე კიდევ რამდენიმე დელეგატი უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა ვიზა არც მათ მისცეს. "საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით, ამერიკულმა მხარემ დელეგაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის მეც, რომლებიც დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებლად ნიუ-იორკში გამგზავრებას ვაპირებდით, ვიზის გაცემაზე უარი გვითხრა. ეს მათი მხრიდან გაერთიანებული ერების უპატივცემულობის მაგალითია. აგრეთვე ამერიკამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ", - განაცხადა კოსაჩოვმა. თავის მხრივ ოფიციალური ვაშინგტონი ტექნიკურ პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ რუსულმა დელეგაციამ დოკუმენტები დაგვიანებით წარადგინა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა და დასძინა, რომ დოკუმენტები დროულად გაიგზავნა. მისივე მტკიცებით, ყველა საჭირო საბუთი იმ ვადებში გადაიგზავნა, რა ვადებიც ამერიკულ მხარეს ჰქონდა მითითებული.
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)