22:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 11:43:34, 523 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ორჭოსანში ჩავიდნენ

ქართველი ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორჭოსანში ჩავიდნენ, სადაც დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

აქცია იმ ადგილზე გაიმართება, სადაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, 10 ივლისს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟა.

მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია Facebook-ში დაიგეგმა. 

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics