|
2015-07-14 00:17:39, 570 ნახვა
პოლიტიკა
ქართველი ჟურნალისტები მცოცავ ოკუპაციას სოფელ ორჭოსანთან გააპროტესტებენ
ქართველი ჟურნალისტები საპროტესტო აქციის გამართვას საოკუპაციო ხაზთან გეგმავენ. ჟურნალისტები, სოფელ ორჭოსანთან, იმ ადგილას შეიკრიბებიან სადაც, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის ორგანიზება „ფეისბუქში“ მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლები, 14 ივლისს, 9:30 საათზე, სასტუმრო „რედისონის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ახალი საზღვრის დადგენის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის მონაკვეთიც. საოკუპაციო რეჟიმმა, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები ორი დღის წინ აღმართა. შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)