|
2015-07-13 19:52:16, 540 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყვარელში კონფერენცია „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტრიდან აცნობეს, სამხრეთ კავკასიის ნატოს საზაფხულო სკოლის სემინარი საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ორგანიზებით და ნატოს საჯარო დიპლომატიის სამსახურის (PDD) მხარდაჭერით იმართება. ყვარელში მიმდინარე კონფერენციაზე ისეთი თემები განიხილება, როგორებიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-რუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რელიგიური ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიაში და ISIS-ის საფრთხე მსოფლიოსთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)