|
2015-07-13 18:32:16, 558 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. სამხრეთ ოსეთი BP-ის ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენის თაობაზე მოლაპარაკებას სთავაზობს
ე.წ. სამხრეთ ოსეთი BP-ის ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენის თაობაზე პირდაპირ მოლაპარაკებას სთავაზობს. ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ბანერები ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაამონტაჟეს და საზღვრის არანაირი გადაწევა არ მომხდარა. „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსას საერთაშორისო ნავთობსადენის მონაკვეთი მისი აშენების მომენტიდან უპრობლემოდ ფუნქციონირებს. თუ ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BP-ს ნავთობსადენთან რაიმე კითხვები გააჩნია, მას შეუძლია პირდაპირ სამხრეთ ოსეთს მიმართოს და ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ ნავთობსადენის უპრობლემოდ ფუნქციონირებისთვის“, - განაცხადა გაგლოითმა. ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)