|
2015-07-13 15:38:08, 515 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: არის მოწოდება, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე სწრაფი რეაგირება მოხდეს
პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ ეუთო–სა და გაეროში ინფორმირებულები არიან. როგორც კობახიძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის მოწოდება, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავჯდომარეების ჩართულობით ამ ფაქტზე სწრაფი რეაგირება მოხდეს. „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციული ქმედება, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარღვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, ჩვენი მოქალაქეთა უფლებები, ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებები, განსაკუთრებით საოკუპაციო საზღვარზე მოსახლე ადამიანების უფლებები - ეს არის ჩვენი შფოთვის და განსაკუთრებული წუხილის საგანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)