|
2019-09-17 15:10:42, 3156 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მდინარაძეს: ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კი ბატონო
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის მიერ თანამდებობის დატოვებას ხმა არ მისცა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, სუს-ის უფროსი პოლიტიკური გუნდის ნაწილი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო გომელაური სწორედ მმართველი გუნდის დაკვეთებს ასრულებდა. „განვმარტავ იმისთვის, რომ გასაკვირი არ იყოს არავისთვის, რატომ შეიძლება არ ვუჭერდეთ მხარს ჩვენი მხრიდან მრავალგზის გაკრიტიკებული ფიგურის წასვლას სუს-ის ხელმძღვანელობიდან. ეს უმრავლესობა იყო ის, რომელმაც სისტემა შემოგვთავაზა, სადაც სუს-იყო პოლიტიკური გუნდს გარეთ და იყო აცდენილი პოლიტიკურ ციკლებს. ამას თქვენ ამართლებდით იმით, რომ ეს არის კარგი მოდელი. არასდროს გეთანხმებოდით ამაში, იმიტომ რომ, რეალურად, ივანიშვილს პერსონალური კონტროლის ქვეშ უნდოდა ჰყოლოდა და თქვენც კი არ გენდობოდათ. ვთქვათ, მე ვცდებოდი და თქვენ მართლები იყავით - პირველივე საჭიროებისას გაირკვა, რომ თქვენ არ ამბობდით სიმართლეს და ბატონმა გომელაურმა დაადასტურა ეს. ამ გუნდის წევრი ვარო და გუნდი რასაც მეტყვის, იმას ვიზამო. სწორედ ამიტომ არ ვუჭერთ მხარს და თქვენც მოგიწოდებთ, კრიტიკულად შეაფასოთ ეს ამბავი. მე მედიაჩართვა მქონდა და ბატონი მამუკა გამომეხმაურა - ბატონო მამუკა, ჩართვა მქონდა, არსად მივდივარ, აქ ვაპირებ ყოფნას. ერთდროულად მსხვერპლი და მოძალადე ვერ იქნებით პოლიტიკურად. მე ქუჩური გარჩევების მომხრე არ ვარ, მაგრამ თუ ამ გზაზე დადგომა გინდათ, კიბატონო. გიმეორებთ - თქვენი პოლიტიკური დამარცხებაა ჩემი მიზანი და არა განადგურება, თქვენგან განსხვავებით. მორალურ დისკომფორტს გიქმნით, გიქმნიდით და მომავალშიც შეგიქმნით, ამას ადრეც მშვენივრად ვახერხებდით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)