06:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 13:53:34, 1505 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სასწავლო წლის დაწყება ლეღვას საჯაროს სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

ახალი სასწავლო წელი  სოფელ ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განახლებული სკოლა დაათვალიერა. სკოლაში მთლიანად შეიცვლა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.   

"დილა დავიწყეთ ლეღვას საჯარო სკოლაში, რომელსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მე მინდა ყველა სკოლის მასწავლებელს და მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელს, მივულოცო დღევანდელი დღე და ყველას ვუსურვო წარმატებები. განათლება არის მართლაც ეროვნული იდეა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დახმარებით მოხდა.  ზედა ლეღვას მეორე საჯარო სკოლაში სულ 200 მოსწავლე ირიცხება.

რეგიონის პირველი პირის თქმით, წელს მუნიციპალიტეტში მდებარე 46 საჯარო სკოლიდან 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics