|
2019-09-16 11:16:25, 2126 ნახვა
ეკონომიკა
II კვარტალში საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი 913.5, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა
მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსხურის ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - -0.4 პროცენტი); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა - 6.0 პროცენტი); • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6 პროცენტი). „2019 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება. 2019 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 50.1 ლარით და 1 073.9 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსოდა სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს“, - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)