|
2019-09-12 12:01:56, 1614 ნახვა
ეკონომიკა
ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე გავიდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. აღნიშნული გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, სადაც მათ მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარეს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან. ამასთანავე, კომპანიის "რკო" ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისში და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „golden blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)