|
2019-09-11 16:39:21, 4263 ნახვა
კომენტარი
ლომია: კარგი იქნება თუ კრამერი ბოდიშს მოიხდის - ამერიკის საელჩოში ნატოს გავგზავნით
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი გია ლომია, ამერიკელი მკვლევარისგან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ლომიამ აღნიშნა, "პატრიოტთა ალიანსი" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ნოტის გაგზავნას აპირებს. "არავითარ პროვოკაციად არ უნდა შეფასდეს ქალბატონი ირმა ინაშვილის ვიზიტი გუშინდელ კონფერენციაზე. რადგან ღონისძიება ტარდებოდა სასტუმროში, ხოლო სასტუმრო არის საჯარო სივრცე და არანაირი დაპატიჟება არ არის საჭირო. უცხო ქვეყნის მოქალაქე ხარ ბოლოს და ბოლოს, ჩამოსული ხარ ქეყანაში და მასპინძელთან ცოტა უხეში საუბარი, ამაზრზენია. თუნდაც ის, როგორ ექცეოდა ჟურნალისტებს, ყრიდა დარბაზიდან. შეიძლება ჟურნალისტებს ასე ექცეოდე. აუცილლებლად გაიგზავნება ნოტა ამერიკის სარლჩოში, ბატონი კრამერისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, რადგან მისი გუშინდელი საქციელი იყო არაადეკვატური", - განაცხადა ლომიამ. ცნობისთვის, გუშინ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი მივიდა. დეპუტატის მისვლის შემდეგ ადგილზე ვითარება დაიძაბა. ინაშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტა, მას სურდა მოხსენებით გამოსვლა, კერძოდ კი, "ევროპული საქართველოს" წევრისთვის გიგა ბოკერიასთვის პასუხის გაცემა, რომელიც, ინაშვილის მტკიცებით, 2 დღის განმავლობაში, კონფერენციაზე მისი პარტიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. ხსენებული მოვლენების დროს, ირმა ინაშვილსა და ამერიკელ მკვლევარს დევიდ კრამერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კრამერმა ინაშვილს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)