|
2019-09-10 16:30:14, 6405 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონსა და ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-თან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ უპრეცედენტო თანამშრომლობაზე. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აშშ-თან სტატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. ჩვენი მიზანია, დემოკრატიული განვითარებითა და ეროვნული თავდაცვისა და მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებით გავხდეთ აშშ-ის მოკავშირე რეგიონში და ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ამყარებს ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ეს ასახულია კონსტიტუციაშიც, რაც ცხადყოფს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კურსის შეუქცევადობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც კვლავ აქტიურად ცდილობს მეზობელი ქვეყნები საკუთარი გავლენის სფეროს ქვეშ დააბრუნოს და დაასუსტოს მათი დემოკრატიული განვითარება. მხარეებმა ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზეც იმსჯელეს, რაც ეროვნული თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებასთან ერთად, საერთაშორისო მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი. თავდაცვის მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა 2019 წლის კონფერენციაშიც მაღალი ხარისხის იქნება. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. ატლანტიკური საბჭოდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ატლანტიკური საბჭოს საპატიო მკვლევარი, ელჩი დანიელ ფრიდი (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე); ატლანტიკური საბჭოს ბორდის დირექტორი გენერალი ფილიპ ბრიდლავი (ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი); ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ელჩი ჯონ ჰერბსტი (უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი),ატლანტიკური საბჭოსა და პენ ბაიდენის ცენტრის უფროსი მკვლევარი, მაიკლ კარპენტერი (თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე) და გენერალი ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი).
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)