|
2019-09-06 18:13:06, 1790 ნახვა
კომენტარი
გახარია ოპოზიციაზე - მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან და დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალება არ მოგვცეს
„წარმოგიდგენიათ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ როდესაც ჩვენ მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის ფორმატში „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ოპოზიციას კითხვებზე პასუხი არ აინტერესებდა, რადგან მათი მიზანი მხოლოდ „ტყუილების დაფიქსირება იყო“. „პირველი რაც მინდა გითხრათ, დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ არ აინტერესებდათ პასუხები, მათი მიზანი იყო მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთი პოზიციის. უბრალოდ ეს იყო გასაოცარი, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ. ეს არის ძალზედ გასაკვირი ფორმატი. საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმეჯერ ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზებული თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, მათ ეს არ აინტერესებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე შეფასებით, „ენმ“ და „ვროპული საქართველო“ ცდილობენ, გარკვეული ემოციური დაძაბულობა და რევოლუციური მოლოდინები შექმნან. „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს, ჩვენ საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, მოლოდინები რევოლუციური, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ. პრობლემა არის ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთია ოპოზიცია, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. რაც მთავარია, მიკროფონის ხელში ჩაგდების საშუალებით, არ გაძლევენ შესაძლებლობას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ როდესაც ისინი ჩვენ მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ ტელემაყურებლები ნახავენ, პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)