18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 13:40:59, 1538 ნახვა

კომენტარი
გახარია ენმ-ის მიერ სხდომის შეწყვეტაზე: ეს არის სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე [ვიდეო]

„აქ რაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცურეზე, რაც ეხლა აქ მოხდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სხდომის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა.

მან საკუთარ თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ 20 ივნისს ოპოზიციის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში იყვნენ გამაგრებული და ელოდებოდნენ, როდის მოახერხებდნენ მოქალაქეები შენობაში შეჭრას.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ, როდესაც ძალიან კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ის ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ის ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე - არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იჯდნენ საათებით და ითვლიდნენ რაც უფრო მეტი მსხვეპრლი და დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - მიმართა გახარიამ თანაგუნდელებს.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, შეწყდა. სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება თავად პარტიის წევრებმა მიიღეს.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics