|
2019-09-05 20:25:17, 1541 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონებში მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი ყველა მექანიზმით იყოს მხარდაჭერილი
ჩვენი მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკის უფრო მეტი განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, მისი თქმით, მათ შორის არის ისეთი პროგრამები, როგორიცაა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო სქემა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის რეგიონული საინვესტიციო პროგრამები. „გუბერნატორებისა და სხვა დარგობრივი უწყებების ჩართულობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ კონკრეტულ რეგიონზე მორგებული საინვესტიციო პროგრამების პორტფელი მხარდაჭერილი იყოს ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით. მათ შორის პრიორიტეტულია ისეთი რაიონები, სადაც ისტორიულად დომინირებს მონოსაწარმოები და ამ რაიონების ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული ჯერ. ეს არის დიდი პრობლემა და საჭიროებს დივერსიფიცირებას. მე ხშირად ჩავდივარ ასეთ რაიონებში, ვხედავ ამ პრობლემას და აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ ამ რეგიონებიდან დავიწყოთ ალტერნატიული დასაქმების პროგრამების, ალტერნატიული ბიზნესპროექტების დანერგვა და შეთავაზება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)