|
2019-09-05 13:48:12, 1721 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და გაუმჯობესდება
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებაში და თავდაცვის ძალებში სოციალური მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და გაგრძელდება ბინათმშენებლობის დაფინანსება. „გაგრძელდება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება როგორც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული ვეტერანების, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ უწყება გააგრძელებს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებსაც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)