06:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 18:17:26, 1234 ნახვა

რეგიონი
​ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სინაგურში იმყოფებოდა და ქართული საგუშაგოს მშენებლობას გაეცნო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში ჩავიდა, სადაც სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაცით, ე.წ. თავმჯდომარე ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნო. მასთან ერთად სოფელში დე-ფაქტო პარლამენტარებიც ჩავიდნენ. 

"დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. პარლამენტარებმა გადაწყვიტეს, რომ დრო არ დაეკარგათ და ჩავიდნენ სოფელში. თან გაიყოლეს რუკები, რათა დაედგინათ, ვის ტერიტორიაზე ხორციელდება მშენებლობა. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ქართული საგუშაგო, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შენდება, თუმცა აღმაშფოთებელია, რომ ეს ჩვენი საზღვრიდან 50-70 მეტრში ხდება", - განაცხადა ე.წ. პარლამენტის პრესსპიკერმა.  

გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების КГБ აცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გზის მონაკვეთის კაპიტალურ რემონტს, რომელიც საგუშაგოს სოფელ პერევთან დააკავშირებს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics