|
2019-09-04 12:56:57, 1603 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - გუშინდელი დღე იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ საშვების გამოყენებით დესტრუქცია მოაწყოს
„რაც გუშინ მოხდა, სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა სხდომა ჩაშალოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მომხდარის გათვალისწინებით, საშვის დაშვების შეზღუდვაზე მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატურია. „პარლამენტის თავმჯდომარე აკონტროლებს არსებული რეგლამენტით ამ ვითარებას. რაც გუშინ მოხდა, ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა ჩაშალოს, დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს. ეს არ არის პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი და თქვენ გახსოვთ, არასოდეს, არც ერთხელ, არც ერთი განხილვების დროს არ ჰქონიათ შეზღუდვა შემოსვლაზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებოდა თუ კონკრეტული პირები. მაგრამ ის რაც გუშინ მოხდა, ადამიანებს რომლებსაც ხელიდან წაართვეს კეტი, რომლითაც თავში ურტყავდნენ თავის თანამოქალაქეებს, დღეს სასტვენი გაუხდათ ალტერნატიულ იარაღად. ეს დაუშვებელია, არ შეიძლება და მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად ადეკვატურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ საგარეო სფეროსთან დაკავშირებით ოპონენტებს კითხვები არ აქვთ. „ბოიკოტს არ ჰგავს, იმიტომ, რომ რამდენიმე ოპოზიციის წევრი შემოვიდა ხელი მოაწერეს, აღნიშნეს, რომ მონაწილეობენ და დატოვეს სხდომა. მთლიანობაში დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ არის იმდენად უნიათო, რომ მე ვფიქრობ შეკითხვაც აღარ დარჩათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საგარეო სფეროში, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და ამის გარდა, არის კიდევ ინსტრუქცია უკვე დაუფარავი, იქნება ეს სააკაშვილისგან უშუალოდ თუ მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი. ამ საკითხებთან მიმართებაში არაფერი აქვს იმ განხილვებს, რაც დღეს მიმდინარეობს საგარეო კურსთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)