|
2019-09-04 12:04:03, 1394 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: მთავარი, რის გამოც გახარია შეირჩა, არის ის, რომ ჩვენს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან მუშაობა კომფორტული იყო. როგორც წულუკიანმა განმარტა, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურმა გამონახოს დრო, იმისათვის, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია ჰქონდეს და საჭიროებბის შემთხვევაში დაეხმაროს. "მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. "პროცესის თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით პრემიერი, მე არ დავსწრებივარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი რის გამოც შეირჩა, ბატონი გიორგი გახარია არის ის, რომ ბატონი გიორგი არის ჩვენს შორის ერთ-ერთი საუკეთესო. სამტავრობო პროგრამაში ჩვენც ვიყავით ჩართული მასთან ერთად და ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა ჩვენ მიგვიყვანს შედეგებით 2020 წლის არჩევნებამდე", - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)