00:33 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-03 17:05:16, 1899 ნახვა

ეკონომიკა
ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.9683 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9614 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით მცირედით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ხვალ 3.2464 ლარი იქნება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 3.2481 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics