|
2019-09-03 13:49:40, 1457 ნახვა
კომენტარი
ჩხეიძე გახარიას წარდგენაზე: ხელისუფლება ასეთ პროცესს უნდა ერიდებოდეს, თუ რაიმე პროვოკაციას თვითონვე არ გეგმავს
„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასეთი არასასურველი პირის გაპრემიერება, ვსაუბრობ ბატონ გახარიაზე, მხოლოდ გააღრმავებს წინააღმდეგობასა და პოლარიზაციას ხელისუფლებასა და ხალხს შორის“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა ხელისუფლება მსგავს პროცესს უნდა ერიდებოდეს, თუ თავად არ გეგმავს რაიმე პროვოკაციას. „თუკი ხელისუფლებას ასეთი განზრახვა აქვს, მისთვისვე დამთავრდება საბედისწეროდ. რატომ იმოკლებს არსებობის დღეებს „ქართული ოცნება“ და რატომ აძლევს სადავეებს ოპოზიციას, ძნელი ასახსნელია, მაგრამ ეს აშკრადა სახიფათო თამაში, საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და აბუჩად აგდებაა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გახარიამ მედიას სამთავრობო ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)