|
2019-09-03 12:34:35, 1333 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: არავის მივცემთ საშუალებას, რომ პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს
„არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენა სასტვენებით გააპროტესტეს, რის გამოც სხდომა ვერ იწყებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტები ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი, მანდატურებს მათი დარბაზიდან გაძევება სთხოვა. „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი როგორც ნახეთ იყო გამოხატული. კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ კი ვაგრძელებთ საქართველოს პარლამენტის სხდომას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ, გახარიამ მედიას სამთავრობო ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ შს მინისტრის პოსტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ლევან იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)