|
2019-09-03 11:30:23, 1675 ნახვა
კომენტარი
მაქარაშვილი: უფრო ხმამაღალი გახდება პროტესტი - ამ მთავრობას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მალე უნდა წავიდეს
აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების პროტესტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შემდეგ, კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება. როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, აქციები გაგრძელდება და მათში მონაწილეობას ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს. "ჩვენ ვასრულებთ სიტყვას და სექტემბრის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო ავწიეთ ტემპერატურა. კიდევ უფრო ხმამაღალი გახდება ჩვენი პროტესტი, მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე რა რეალობაშიც ჩაგვაგდო ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით. გვყავს პრემიერობის ახალი კანდიდატი მის მიერ წარდგენილი. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ივანიშვილი ვისაც წარადგენს ერთხმად ემორჩილება მისი უმრავლესობა და არც არსებობს იქ განსხვავებული აზრი, რადგან ასე არიან ნაყიდები. ვიცით, რომ ამ კვირაში აპირებენ ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, ღარიბაშვილის მოყვანას, პრემიერად გახარიას დასვამს, გომელაურს დააბრუნებენ, ბუნებრივია ამას მოყვება კიდევ უფრო აგრესიული პროტესტი, მაგრამ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. პარლამენტთან სამივე შესასვლელთან გვაქვს სირცხვილის კორიდორი მოწყობილი. დისკომფორტს შევუქმნით ამ ხელისუფლებას. ყველგან მივალთ, ყოველდღიურად ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და 20 სექტემბერს, როდესაც გვაქვს "ქუდზე კაცი" გამოცხადებული ვიტყვით, რომ ამ მთავრობას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მალე უნდა წავიდეს", - განაცხადა აქტივისტმა "ტვ პირველის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)