|
2019-09-03 10:27:06, 1079 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა
„გიორგი გახარიამ ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შს უკვე ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა გახარიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო. მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღე სრული მხარდაჭერა. შემდეგ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა. ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევისა. საზოგადოება კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ რომ მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდეგ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა და ვფიქრობ, პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. კიდევ ერთხელ მინდა მას მივულოცო და ვუსურვო წარმატებები მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)