|
2015-07-10 15:51:06, 552 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და უკრაინის აღარასოდეს გახდება
„ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ის აღარასოდეს გახდება უკრაინის“,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, საერთაშორისო მეგობრობამ ყირიმი დაივიწყა. „საერთაშორისო უსაფრთხოება და წესები ძალიან ხშირად ირღვევა. რაც ვლინდება ზალიან ბევრი ქვეყნის ქმედებებში და არამხოლოდ ყირიმთან მიმართებაში. ფაქტია, რომ დღეს ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და ამიერიდან აღარასოდეს გახდება უკრაინის. უკრაინის ხელისუფლებამ დასავლეთის მხარდაჭერით დაუშვა რადიკალური, პრინციპული შეცდომები, რის შედეგადაც ყირიმის პრობლემები განვითარდა. დღეს კი გვაქვს ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, საერთოდ დაივიწყა ყირიმის არსებობა. გამომდინარე რეალობიდან, ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები. ფაქტი რჩება უტყუარი, რომ არცერთი ქვეყანა ყირიმზე აღარ საუბრობს“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. აღნიშნული ინტერვიუ რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)