|
2019-08-29 14:30:56, 2118 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ჩვენს ნერვებზე თამაშობს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწევს
"რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი რუსეთის მიერ საქართველოს სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა იყო. „საქართველო დიდ იმედებს ამყარებს პრეზიდენტი მაკრონის ევროპულ ამბიციაზე, ევროპის მომავლის მისეულ ხედვაზე. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტი წარმატებით განხორცილედეს. ეს ჩვენთვის არა მარტო მნიშვნელოვანია, არამედ ძალიან საჭიროცაა. ევროპა არის ჩვენთვის იმის გარანტი, რომ მარტო არ დავრჩებით. ევროპა ჩვენს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, იმოგზაურონ და განვითარდნენ. დღეს „ერასმუსის“ პროგრამაში უფრო ბევრი ქართველი სტუდენტია ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ იციან, სად არის მათი მომავალი. მომავალი თაობა არის ინოვაციების თაობა, რადგან მათ ახლის შექმნა სურთ და საქმეში წარმატების მიღწევა ისევე, როგორც ეს სურთ ევროპელ ახალგაზრდებს. ჩვენი ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია! რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)