|
2019-08-29 13:04:48, 2088 ნახვა
კომენტარი
ზვიადაძე: ჩორჩანაში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობა ჩვენი უფლებაა და ამაზე პროტესტი მიუღებელია
"ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ ქართული მხარის მიერ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოსური მხარის პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა. ზვიადაძის განმარტებით, საგუშაგოს მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა მოხდეს. "ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგუშაგოს მოწყობა, რაც ჩვენი უფლებაა. ამაზე პროტესტი ჩვენთვის მიუღებელია, რადგანაც ეს არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. გვაქვს სრული უფლებები ვაწარმოოთ ის სამუშაოები, რაც ცენტრალური ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ", - განაცხადა ზვიადაძემ. ცნობისთვის, ერგნეთის ინციდენტების პრევეციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრაუკვე 1 საათია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)