|
2019-08-28 15:56:44, 2046 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: „ბრექსითი“ დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა მზად არის იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა Euronews-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით გზა გააგრძელოს. "ქართველები თავს ევროპელებად თვლიან. ეს არ არის ის, რისკენაც ისინი მიისწრაფიან. ისინი მართლაც ევროპელები არიან. ისინი ევროპის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები არიან და მიიჩნევენ, რომ ევროპისკენ ლტოლვას ალტერნატივა არ აქვს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მან აგრეთვე "ბრექსითზე" ისაუბრა და დასძინა, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის წასვლა, საქართველოსთვის დიდი შანსია. "ვფიქრობ, „ბრექსითი“ ძალიან დიდი გამოწვევაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ევროპას რეფორმირებისთვის ახალ შესაძლებლობამდე მიიყვანს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენთვის ახალ კარს გახსნის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)