|
2019-08-28 14:16:40, 2041 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - საქართველო რუსეთთან დიალოგს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ მოსკოვი პოზიციებს შეიცვლის
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან დიალოგის განახლების პირობები დაასახელა, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა Euronews-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიალოგს იმ შემთხვევაში განაახლებს, თუ რუსეთი საკუთარ პოზიციებს შეცვლის. ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ურთიერთობების აგება იძულებაზე შეუძლებელია. "იმისათვის, რომ კონტაქტი განვაახლოთ, ჩვენ უნდა მკაფიოდ გავაცნობიეროთ, რომ რუსეთმმა ჩვენნაირი პარატა მეზობელი ქვეყნის მიმართ პოზიციები შეცვალა. ასევე, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობების აგება იძულებაზე არ შეიძლება. თუ ამ მიმართულებიტ მკაფიო სიგნალებს დავინახავთ, მაშინ ჩვენ ვიქნებით მზად დიალოგისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)