|
2019-08-27 17:03:21, 2162 ნახვა
კომენტარი
ვატო წერეთელი - გირაოს სახით „ტვ პირველის“ შენობის ჩადება მოგვიწევს
"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მის მამას, ავთანდილ წერეთელს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეუფარდებს, ისინი იძულებულები გახდებიან, გირაო ტელეკომპანიის შენობით უზრუნველყონ. როგორც წერეთელმა აღნიშნა, მისი ოჯახი აქტიურ ბიზნესში არ არის ჩართული. "პროკურატურას გირაოს შეფარდებაზე მოჰყავს მაგალითი "ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ". გასაოცარია ეს ჩემთვის. ვერ გასცდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო და პროკურატურა რუსეთს. ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. რატომ აღარ არის აქტიურ ბიზნესში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გირაოს სახით შეიძლება მოხდეს ტვ პირველის შენობის ჩადება, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესში აღარა ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, მოგვიწევს ტვ პირველის ჩადება. რასაც ვულოცავთ პროკურატურას, ანუ სახელმწიფოს", - აღნიშნა ვატო წერეთელმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)