04:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 16:39:19, 2144 ნახვა

რეგიონი
შუახევში ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები განხორციელდება

მალე ბარათაულის, ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულების და სოფელ ბრილის მოსახლეობა ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები შუახევის მერმა, ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

 ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, შუახევის მერი მიმდებარე სოფლების და სოფელ ზემოხევის მოსახლეობას შეხვდა, არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა  და  მიმდინარე ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია.

 პროექტის ფარგლებში, ჭვანის ადმინისტრაციულ ცენტრში  ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადი გარემონტდება, შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, დაიგება ფილები, გზასთან ახლოს გაკეთდება საყრდენი კედელი და მოაჯირი, მოეწყობა სკვერი, დაიდგმება დეკორატიული სკამები და დამონტაჟდება გარე განათება.

ბარათაულის ადმინისტრაციულ ცენტრში  რემონტი ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.რესტავრაცია ჩაუტარდება 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ამირან მამალაძის სახელობის წყაროს. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი,  ბეტონის საფარი დაიგება, დამონტაჟდება გარე განათება და განლაგდება დეკორატიული სკამები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სოფელ ბრილში მოეწყობა გზის საყრდენი კედელი და მოაჯირი, გარემონტდება სოფლის სახლი, ცენტრში დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა გარე განათება და დაიდგმება დეკორატიული სკამები.

 აღნიშნული სამუშაოებზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 679 ლარამდე  დაიხარჯება.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს ,,ემემტე“, შპს ,,გორა“ და ინდმეწარმე ,,გივი ზოიძე“ ასრულებენ.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics