|
2019-08-27 14:39:26, 2190 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: არ გვეშინია, ვიღებთ ამ გამოწვევას და ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა შეიცვალოს
"ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში რეალობა, რომელიც დღეს არსებობს", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, აუცილებელია, რომ "თიბისი ბანკის" გარშემო გნვითარებული მოვლენების მიმართ ინტერესი საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოებმა გამოთქვან. „ძალიან პრინციპულია, არ შევხედოთ ამას, როგორც ერთ-ერთ რუტინულ საქმეს, არამედ შევხედოთ, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრეცედენტს, რათა არ დავუშვათ პროკურატურის, სასამართლოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყენება პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის ინსტრუმენტად და რათა გამოვრიცხოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამიტომ, აუცილებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნები იყვნენ ჩართული ამ საქმეში ძალიან აქტიურად და ვაპირებთ, გადავდგათ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი, რომელიც საჭიროა ჩვენი მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ უფრო აქტიურად ბრძოლა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ეს რეალობა, რომელიც დღეს აქ არსებობს, რეალობა, რომელიც ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და კლავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)