20:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 14:18:05, 2109 ნახვა

კომენტარი
ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთისგან ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის", - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მასსა და მამუხა ხაზარაძის წინააღმდეგ ახალი რეპსრესიული ღონისძიებები ტარდება. 

"რა თქმა უნდა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება ბრიტანელი კოლეგები ცხადია, რომ ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყებ,ა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს მცდელობა, რომელიც ახლა განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც, სამწუხაროდ აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს - რომ ბრიტანეთში ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს. ამისთვის, გამზადებული იქნა უკვე ყადაღის გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ დამტკიცებული. სასამართლომ სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა, პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რაიმე საფუძველი, რომ ჩვენი ფულადი სახსრები იყოს უკანონო, სასამართლომ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა, რომელიც იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ ჩვენი თითოეული ფუნტის კანონიერება დავადასტუროთ", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics