|
2019-08-26 18:07:02, 1989 ნახვა
კომენტარი
ე.წ. პრეზიდენტი: საქართველო არ მაინტერესებს - მათ განცხადებებს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოში დაბრუნების თაობაზე განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას "სპუტნიკ აბხაზია" ავრცელებს. როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთს ჰყავს მეპატრონე - ეს რუსეთის ფედერაციაა. მანვე დასძინა, რომ "აფხაზეთი რუსეთთან თანამშრომლობს და ყველაფერი დანარჩენი უაზრო ლაპარაკია". "იცით, ამ სიტუაციაში საქართველო მე არ მაინტერესებს. მათ განცხადებებს არავითარი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის არ აქვს", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ იდენტობას მძიმე საფრთხე ემუქრება. "დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში", - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)