|
2019-08-26 11:06:48, 1182 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოტენციალი Birdfair 2019-ზე ყურადღების ცენტრში მოექცა
ბრიტანეთში Birdfair 2019-ზე აჭარის ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებას პოპულარიზაცია ბრიტანეთში მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად გაუწია. აჭარის სტედთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის, როგორც გადამფრენი ფრინველების კუთხით მსოფლიოში უდიდესი საიმიგრაციო დერეფნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდა, რომელმაც გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართა ტურლიდერებთან და დარგის სპეციალისტებთან. Birdfair ინგლისში 1989 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად საშუალოდ 24, 000- მდე ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ადამიანი ესწრება. გამოფენაში მონაწილეობას 450-ზე მეტი ფრინველებზე დამკვირვებელი, ორნითოლოგი და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ღებულობს. „ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ძალიან მაღალია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რათა რაც შეიძლება მეტ ეკოტურისტს, ორნითოლოგსა და ფრინველებზე დამკვირვებელს მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანია აჭარის საიმიგრაციო დერეფანი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების მრავალფეროვნების კუთხით. გვქონდა საინტერესო შეხვედრებიც, რაც დაგვეხმარება საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესო ბაზარი არის ევროპა, სადაც ეკოტურიზმის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია. რამდენიმე საინტერესო და ცნობილ მეცნიერს ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წელს ველოდებით აჭარაში, რომელიც რეგიონში 2-8 სექტემბერს გაიმართება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)