|
2015-07-09 16:11:19, 613 ნახვა
ეკონომიკა
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა
ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის შესახებ დაინტერესება სამმა კომპანიამ გამოხატა, ესენია - New Artway Ltd, Lohrmann International და OTC Consortium. განაცხადების განმხილველმა უწყებათაშორისმა კომისიამ განიხილა წარმოდგენილი წინადადებები და დაადგინა, რომ კომპანიების მიერ სრულყოფილად არ იყო მოწოდებული ინტერესთა გამოხატვაში მითითებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევაში ასახული პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო სამივე კანდიდატი დისკვალიფიცირებული იქნა. „ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომლის მიხედვით მოთხოვნილი იყო ინტერესის გამოხატვა ფოთში მინიმუმ ორი მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა-განვითარებაზე, რომელსაც არანაკლებ ევრო 5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების (რომელიც უფრო მაღალია) მსუბუქი და საშუალო დისტილატები, ასევე სხვა ნავთობპროდუქტები უნდა ეწარმოებინა. გამოცხადებული პირობები ასევე პროექტში დასაქმებულთა მინიმუმ 70%-ის საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)