|
2019-08-17 13:05:19, 6898 ნახვა
რეგიონი
რეზერვუარი, რომლითაც გუგუტიანთკარი წყლით მარაგდება, შესაძლოა, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდეს
რეზერვუარი, რომელიც გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარს წყლით ამარაგებს, შესალოა, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. ფრაქცია „პატრიოტები ხალხის სამსახურშის“ თავმჯდომარის მერაბ მახარაძის განმარტებით, მან ოსურ მხარეს სთხოვა, რომ წყლის რეზერვუარი არ მოჰყვეს მავთულხლართების მიღმა. მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მისი თხოვნა გათვალისწინებული იქნება. „სარწყავ არხზე ჰქონდათ პრობლემა. პირდაპირ გეუბნებით, დავურეკე, გამოუშვით, სარწყავი არხით ირწყვება ესთქო. იმათთან შეხვედრაც მქონდა, ოსები იყვნენ და ვუთხარი, რომ ეს ტერიტორია იქნება არ მოჰყვეს, სარწყავი არხი. მე მგონი არ მოჰყვება. გვითხრეს, რომ არაო“, - განაცხადა მახარაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მეორე დღეა არ გამოჩენილან. ამ დროისთვის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია. რაც შეეხება, გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს, რომელთაც ოკუპანტებმა სახლების დემონტაჟისთვის სამდღიანი ვადა მისცეს, თითქმის დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. გუშინ კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)