|
2019-08-16 12:26:37, 623 ნახვა
რეგიონი
რუსლან აბაშიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე ქალაქ ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ქალაქ ჯვარში, სოფელ ფოცხო-ეწერსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო პრობლემურ საკითხებს და დევნილთა საჭიროებებს. მოსახლეობასთან შეხვედრებზე მთავარი განსახლებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები იყო. მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შესახებ და დევნილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას და მოგვარებას დაჰპირდა. მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ, რუსლან აბაშიძემ შ.პ.ს. ,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორია" მოინახულა და თანამშრომლებს გაესაუბრა. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დევნილებთან შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და მოადგილე ნუკრი ხასია, ქალაქ ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და სენაკის მუნციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მონაწილეობდნენ.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)