22:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 15:20:19, 1951 ნახვა

ეკონომიკა
ავსტრიის ელჩი: საქართველოს მთავრობას ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი

„მე ძალიან ვამაყობ, რომ ავსტრიული კომპანიები, მათ შორის, „დოპელმაიერი," იმყოფებიან და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში - მათ ზუსტად იციან ლანდშაფტის მოთხოვნები, იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ვინაიდან, მთები ამ ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრიისთვის. მთების შემდეგ, ტურიზმი ჩვენთვის მთავარი ბიზნესსექტორია. ძალიან კარგი ინვესტიციაა ფრისტაილის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რადგან ეს თვალსაჩინო გავლენას მოახდენს ტურიზმზე და  აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას", –  ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის შეფასებით,  ორ ქვეყანას შორის სწორი მიმართულებით ხდება ურთიერთობების განვითარება ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში არსებული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად.

„საქართველო და ავსტრია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - არ ვგულისხმობ მხოლოდ ლანდშაფტს და ღვინის ტრადიციას. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ და მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ამ სექტორს - მთის კურორტების განვითარებას, არამედ ტურიზმისა  და ბიზნესის სექტორებს. პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს", - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასასა ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics