|
2019-08-13 18:04:03, 3319 ნახვა
კომენტარი
ზაზა გაბუნია - ვხედავთ, რომ ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია
„ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა. „ბიუჯეტის ფული ეს მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა რომ ეს სისტემა ეფექტურია“, - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გახსნა. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)