|
2019-08-13 16:34:04, 3552 ნახვა
კომენტარი
გვრიტიშვილი: ანა დოლიძე იმ კანდიდატებთან გასაუბრების დროს, რომელიც არ აინტერესებს, გასარუჯად დადის
ფორმალური, გასაუბრების პროცესში მისი მონაწილეობაა. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის, შეიძლება, გასარუჯად, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკურსს ფორმალური უწოდა. გვრიტიშვილი აღნიშნავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები ყველა კანდიდატს თანასწორად ეპყრობიან და თანაბარი სირთულის კითხვებს უსვამენ. „ფორმალური მისი მონაწილეობა არის, მე თუ მკითხავთ. შერჩევითად უდგება ამა თუ იმ კანდიდატს. რომელიც აინტერესებს იმ კანდიდატის გასაუბრებას ესწრება, რომელზეც არ აინტერესებს დადის სატელევიზიო ეთერებში, დადის, შეიძლება, გასარუჯად და შემდგომ ამას ამართლებს, თითქოს, რაღაც სამედიცინო გამოკვლევაზე იყო, თუმცა, სათანადო წესით, კანონით განსაზღვრული დოკუმენტებით, ეს ფაქტი დადასტურებული არ არის. აქედან გამომდინარე, მისი მონაწილეობაა ფორმალური, თორემ ჩვენ, საზოგადოება ხედავს, თქვენც ხედავთ, ვმუშაობთ საათობით, დილიდან დაღამებამდე, ყველა კანდიდატს ვეპყრობით თანასწორად და კითხვები არის თანაბარი სირთულის. ისინი კი, არჩევენ კანდიდატებს იმისდა მიხედვით, რომელი კანდიდატია მათთვის სიმპათიური, დაუსვამენ თუ არა შეკითხვებს და რა ფორმით დაუსვამენ შეკითხვებს“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)