22:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 14:30:47, 1308 ნახვა

ეკონომიკა
„ვოლვო საქართველო“ უპრეცენდენტო Trade-in აქციას გთავაზობთ

საქართველოში როგორც მოგეხსენებათ უკვე სრულად ფუნქციონირებს ვოლვოს ავტორიზებული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, ვოლვოს უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტ დრაივზე გამოცდა. აღსანიშნავია, რომ ვოლვო საქართველო, ვოლვოს მფლობელებს სრულ ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს.

„ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას წამოვიწყოთ უპრეცენდენტო Trade-in კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს, ნებისმიერი ავტომობილის მფლობელს, განურჩევლად ავტომობილის მოდელის, ასაკის და გარბენის შეუძლია მოიყვანოს თავისი ავტომობილი ჩვენს შოურუმში და მინიმალური პირობების დაკმაყოფილების და სხვაობის დამატების შემთხვევაში, გაცვალოს საკუთარი ავტომობილი ვოლვოს უახლეს, მისთვის სასურველ მოდელში. ქართველ მომხმარებელს ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვოლვოს სრულ SUV ასორტიმენტს, ასევე 2019 წლის მოდელებს XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. აგვისტოს ბოლოდან ჩვენს შოურუმს შეემატება ასევე S90 სედანი, ხოლო შემოდგომიდან ზემოთხსენებული მოდელების Plug-in ჰიბრიდული ვერსიები. ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიძლება ითქვას საქართველოს ბაზარზე ვოლვო ჯერ კიდევ უცნობი ბრენდია და ცოტამ თუ იცის რეალურად როგორი პროგრესი განიცადა ვოლვომ 21-ე საუკუნეში. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“ - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

ვოლვო საქართველოს ახალ და ორიგინალურ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: (032) 224 42 42.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics